"ბარსელონა" არდა თურანს იჯარით "გალათასარაიში" გაუშვებს

AutoSharing Option
თურქული პორტალის Fanatik-ის ცნობით, "ბარსელონა" 30 წლის ნახევარმცველს არდა თურანს მალე სტამბულის "გალათასარაიში" გააიჯარებს.

თურანი "გალათასარაის" ღირსებას 2004-2011 წლებში იცავდა და იქიდან გადავიდა "მადრიდის "ატლეტიკოში". თავად ფეხბურთელს უკან დაბრუნება არ უნდა, მაგრამ "ბარსაში" არ ათამაშებენ და სხვა გზა არა აქვს.

გუნდის  მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ უთხრა კიდეც, თუ გინდა დარჩი, ოღონდ თამაშის გარანტიას ვერ მოგცემო. არდას იჯარით აყვანის სურვილი ლონდონის "არსენალსაც" აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული