ნეიმარმა ტიტეს ნათქვამზე იტირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სტუმრად, ამხანაგურ მატჩში იაპონიის ნაკრების დამარცხების (3:1) შემდეგ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე, ბრაზილიის ეროვნული გუნდის მწვრთნელს ტიტეს პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმართან ურთიერთობაზე დაუსვეს კითხვა. ტიტემ მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა:

"მომბეზრდა იმის მოსმენა, თითქოს ნეიმართან კონფლიქტი მაქვს. დიახ, თავისებური ხასიათისაა, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი. იდეალურები არა ვართ, ადამიანები ვართ. ხანდახან სწორად არ ვრეაგირებთ. ასე ხშირად მოვქცეულვარ. ერთს ვიტყვი მხოლოდ, დიდი გულის პატრონია".

ამ პრეს-კონფერენციაზე ნეი ტიტეს გვერდით ეჯდა, ატირდა, მწვრთნელს გადაეხვია და დარბაზი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეიმარის ტირილზე - ახლა მეც ატირდი. საგულისამაჩუყებელი ისტორიაა, ცრემლებს ვერ ვიკვებ, რა ბიწები არიან... მაგათ ვენავცალე
ესტატე
10:38 11-11-2017
3
ხო, ძალიან ლაკონური იყო :)))
გია-11
20:14 13-11-2017
0

სიახლეები პოპულარული