Federbet-ი აღნიშნავს, რომ 41-ე წუთამდე ანგარიში 0:0 გახლდათ და ამ დროს ფსონების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა დაიდო მასპინელთა გუნდის გამარჯვებაზე.
"ეჭვი დამტკიცდა, როდესაც პირველი ტაიმის ბოლოს ოზბილიზმა და მხითარიანმა ორი სწრაფი გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში კი ანგარიში 3:0 გახდა.
ე.ი. ადგილი ქონდა საეჭვო ფსონების დადებას, რომელთაც კოეფიციენტთა ანომალური მოძრაობები გამოიწვია", - ნათქვამია ამ ორგანიზაციის განცხადებაში.
სომხეთის
შეგახსენებთ, ბელარუსის ნაკრებს 13 ნოემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი ქუთაისში მასპინძლობს.
სხვათა შორის, შარშანწინ ევროშესარჩევის მატჩი ერევანში სომხეთისა და ალბანეთის ნაკრებებს შორის 0:3 დასრულდა და ალბანურმა და სერბულმა მედიასაშუალებებმა მაშინ განაცხადეს, რომ მასპინძელთა გუნდის ოთხი ფეხბურთელი მოსყიდული იყო.
- სომხეთმა ჩვენი მომავალი მეტოქე ერევანში გაანადგურა [VIDEO]