დიეგო სიმეონე "ევერტონის" გაწვრთნას არ აპირებს

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონის" მფლობელმა ფარჰად მოშირმა გადაყენებული მენეჯერის რონალდ კუმანის ნაცვლად გადაწყვიტა გუნდი მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელს დიეგო სიმეონეს ჩააბაროს, მაგრამ არგენტინელს სულაც არ უნდა ნავთსაყუდელის გამოცვლა.

"ჩემი მომავალი როხიბლანკოსთანაა დაკავშირებული. მინიმუმ ორი წელი არსად წასვლას არ ვაპირებ. ამას უნდა შეეგუონ. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ", - განუცხადა სიმეონემ Sky Sports.

ცნობისათვის, სიმეონეს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ
Shmagi17
02:04 19-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული