კაშიამ ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მისმა თანაგუნდელმა ფანკატი დაბომ კი, როდესაც 1:0-ს იგებდნენ, 59-ე წუთზე თქვენი მოწონებული გოლი გაუტანა 40 მეტრიდან თავისი გუნდის გოლკიპერს იერუნ ჰაუვენს და მაგრად გაახარა სტადიონზე შეკრებილი 17 263 მაყურებელი.
სხვათა შორის, 22 წლის დაბო ლონდონის "ჩელსის" მცველია და არნემულ გუნდში იჯარით თამაშობს.
ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ამ მატჩში ანგარიშიც ავტოგოლით გაიხსნა - თავი მასპინძელთა