ბრაზილიის ჩემპიონატის 37-ე ტურში "პონტე პრეტასა" და "ვიტორიას" მატჩის მე-20 წუთზე მასპინძელთა გუნდის მცველმა როდრიგომ სტუმართა გუნდის კოლუმბიელი თავდამსხმელისთვის სანტიაგო ტრელესისთვის თითის უკანალში შედება სცადა და მსაჯმა უმალ მოედნიდან გააძევა.
ეს შეხვედრა სტუმრებმა 3:2 მოიგეს, დუბლი კი ტრელესმა შეასრულა.
ცნობისათვის, 37 წლის როდრიგო 3 სეზონი კიევის "დინამოში" თამაშობდა.