"ოლიმპიკის" პრეზიდენტი მიხვდა, რომ მატჩი ჩაწყობილი იყო და გუნდი მოედნიდან გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, უკრაინის ჩემპიონატზე ლვოვში, "კარპატისა" და დონეცვის "ოლიმპიკის" ახალგაზრდული გუნდების მატჩისას, სტუმართა კლუბის პრეზიდენტი ვლადისლავ გელზინი მიხვდა, რომ თამაში ჩაწყობილი იყო და 84-ე წუთზე, როდესაც 0:4-ს აგებდნენ, გუნდი მოედნიდან გაიყვანა.

აი, რა განაცხადა გელზინმა:"2 წლის წინ სამუშაოზე სპეციალურად ავიყვანეთ ანალიტიკოსი, რომელმაც როდესაც 0:2-ს ვაგებდით, დამირეკა და მითხრა, რომ უჩვეულოდ ბევრი ფსონები იდება ჩვენი გუნდის 0:4-ზე და მეტი ანგარიშით წაგებაზე. ამასთან, კოეფიციენტმა ძალიან დაკლება დაიწყო.

მწვრთნელებს ვკითხე და მითხრეს, რომ ვერ გაიგეს რა ხდებოდა, ზოგიერთი ფეხბურთელები ჩვეულ დონეზე არ თამაშობდნენ. ეჭვი
მეორე ტაიმში დამტკიცდა. ანგარიში მართლაც გახდა 4:0, გუნდი მოედნიდან გავიყვანე და ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციას ვაცნობე".

დონბასურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა 21 წლის ქართველმა მცველმა ლუკა ნადირაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული