ლიონელ მესის ძეგლი მეორედ შეურაცხყვეს

AutoSharing Option
ბუენოს აირესში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. დიდების ხეივანში მდებარე ძეგლი, რომელიც არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის ეკუთვნის, 1 წლის მანძილზე მეორედ შეურაცხყვეს.

ქანდაკებას ფეხები მოაძვრეს და მისი დარჩენილი ნაწილი ქუჩაში დააგდეს. 2017 წლის იანვარში მსგავსი მეთოდით დააზიანეს იგივე ქმნილება.

რამდენიმე თვეში შეძლეს მისი რეაბილიტირება და ძველ მდებარეობას დაუბრუნეს ის, თუმცა ბოროტმოქმედები ამან ვერ შეაჩერა და კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების სუპერვარსკვლავის ქანდაკება ახლახან ისევ დაზიანდა.

ქანდაკება განლაგებული იყო ხეივანში, რომელიც  არგენტინული სპორტის ლეგენდებს ეთმობა.

ლიონელ მესის ძეგლს გვერდს უმშვენებდნენ ისეთი ათლეტების ქანდაკებები,
როგორებიც არიან: ჩოგბურთელები გაბრიელა საბატინი და გილერმო ვილასი, NBA-ს ვარსკვლავი მანუ ჯინობილი და მოტოსპორტის ლეგენდა ხუან მანუელ ფანხიო. ამ სპორტსმენების არცერთი ქანდაკებათაგანი ჯერ მსგავსი შეურაცხყოფის საგანი არ გამხდარა, ლიონელ მესის კი ეს "პატივი" უკვე მეორედ ერგო.

რთული სათქმელია, რა არის ამ ზღვარგადასული საქციელის მიზეზი, მით უფრო მაშინ, როდესაც მესიმ თითქმის დამოუკიდებლად გაიყვანა არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მესიზე მარტო კარგი კომენტარები ქვეყნდება?? ცენზურა - მესიზე მხოლოდ კარგი დაწერეთ თორე არ გამოვაქვეყნებთ
effe
12:19 05-12-2017
1
არგენტინელი რომ ვიყო მეც არ მომეწონებოდა მესის ძეგლი
diego
16:52 22-09-2018
2

სიახლეები პოპულარული