"კრასნოდართან" მატჩის წინ "ამკარის" ფანებს უფასო ფაფით გაუმასპინძლდებიან

AutoSharing Option
პერმის "ამკარის" მატჩებზე არ დადიან გულშემატკივრები და კლუბის ხელმძღვანელებმა მათ მისაყვანად ხერხს მიმართეს - თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე არენის შესასვლელთან სამხედრო-საველე სამზარეულო იდგმება და ქომაგებს უფასო ფაფითა და ჩაით უმასპინძლდებიან, შემდეგ კი ისინი ვალდებულნი არიან, მატჩს დაესწრონ.

24 ნოემბერს, მოსკოვის "დინამოსთან" შეხვედრაზე 17-ათასიან სტადიონზე 4 890 მაყურებელი მივიდა, 10 დეკემბერს კი "კრასნოდართან" მატჩის წინ "საქველმოქმედო-სპორტულ აქციას" გაიმეორებენ და იმედი აქვთ, რომ საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად მეტ ხალხს მიიზიდავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული