"ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოს მეხუთედ გადაეცა

AutoSharing Option
როგორც ანონსირებული იყო, დღეს "ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" დაჯილდოება ჩაატარა და საპატიო პრიზი მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს კრიშტიანო რონალდოს გადასცა.

ეს პატივი რონალდოს მეხუთედ ხვდა წილად და "ბარსელონას" ფორვარდს ლეო მესის გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ მან პარიზში საკუთარი თვითმფრინავით თავისი ძმა უგო, დედა მარია, დები კატია და ელმა, შვილი კრიშტიანო-უმცროსი და მეგობარი ქალი ჯორჯინა როდრიგესი წაიყვანა.

ფირმა Nike-მ კრიშტიანოს დაჯილდოების აღსანიშნავად შეზღუდული რაოდენობით სპეციალური ბუცები და სპორტული ფეხსაცმელი CR7-ი გამოუშვა.

მეორე ადგილზე მესი გავიდა, მესამეზე კი პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაცინვა დ. სირცხვილია აბა რაა! 7-3 უნდა იყოს ოქროს ბურტებს სჰორის სხვაობა.
van basteni
08 დეკემბერი 2017 12:07
2
ჩინოვნიკებს თვალები მიხატებული აქვთ თუ რა ჭირთ? ობიექტურობა სულ დაკარგეს თუ რა უბედურებაა?! რონალდუ მაგარია მაგრამ არ იმდენად, რომ მესის და მას შორის 5:5 იყოს!!!
G.A.L.
08 დეკემბერი 2017 11:52
2
ეს ფეხბურთის დაცინვაა. მესისაც 5 ჯერ და ამასაც? ეს არის დაცინვა, უბრალოდ დაც
ზვიად
08 დეკემბერი 2017 05:44
4

სიახლეები პოპულარული