გამოცემის მტკიცებით, მალე ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელობას მოსთხოვს განუმარტონ, თუ რას უპირებენ და ამის შემდეგ გადაწყვეტს რა გზას დაადგეს.
სიტუაციას თურმე, ყურადღებით აკვირდება "ბაიერნი" და ნაახალწლევს "არისტოკრატებს" შესაბამისი სატრანსფერო წინადადებით მიმართავს.
შეგახსენებთ, "ჩელსის" მენეჯერი ანტონიო კონტე ლუისს თავდამსხმელ დიეგო კოშტასთან მეგობრობისა და გამოსარჩლებისთვის გადაეკიდა და 28 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშებია.