ლიონელ მესი და გერდ მიულერი: რომელი უკეთესია?

AutoSharing Option
გერდ მიულერმა და ლიონელ მესიმ საკლუბო კარიერაში 500 გოლზე მეტი გაიტანეს. UEFA.COM-მა ეს ორი შესანიშნავი ფორვარდი ერთმანეთს შეადარა.

გასულ უქმეებზე მესიმ "ბარსელონას" მაისურით 525-ე გოლი გაიტანა, რის შედეგადაც მიულერის რეკორდი გაიმეორა ერთი კლუბის მაისურით გატანალი გოლების რაოდენობით.

მესი და მიულერი დიდი სიმაღლით არ გამოირჩევიან. ლიონელის სიმაღლე 170 სმ-ია, მიულერი კი - 176 სმ სიმაღლისაა.

ექსპერტთა მოსაზრებები
პოლ ბრაიტნერი მიულერის შესახებ:
"ის ყველაზე დიდი გენიაა მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს ფეხბურთში".

ტომას მიულერი გერდ მიულერის შესახებ:
"ყველა დიდი ფორვარდი იმსახურებს
პატივისცემას, მაგრამ გერ მიულერი ყველას აღემატება".

ფრანც ბეკენბაუერი მიულერის შესახებ:
"მისი გოლების გარეშე "ბაიერნი" ისეთი ვერასდროს ვერ იქნებოდა, როგორიც დღეს არის. შესაძლოა, რომ ჩვენს სამწვრთნელო ბაზაზე დღემდე ხის ქოხი მდგარიყო".

ხოსეპ გვარდიოლა მესის შესახებ:
"მესის ვერავინ შეედრება. მას ერთ სეზონში 60-70 გოლი გააქვს და ამას მნიშვნელოვან მატჩებშიც აკეთებს. იგი ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშობს და ტრავმებს არ იღებს. მესი საკუთარ სხეულს აკონტროლებს. იგი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს".

ანდრეს ინიესტა მესის შესახებ:
"მესი იმას აკეთებს, რაც სხვისი შესრულებით არასდროს მინახავს. არა მგონია, რომ ოდესმე ამას სხვისგან ვნახავ".

გერდ მიულერი მესის შესახებ:
"მესი ფანტასტიკური მოთამაშეა და ამის მიუხედავად, იგი ძალიან მორცხვია. მას მხოლოდ ერთი მინუსი აქვს - "ბაიერნში" არ თამაშობს".

გოლები
ეროვნული ჩემპიონატები
მიულერი - 427 მატჩი / 325 გოლი
მესი - 397 / 363

ეროვნული თასები
მიულერი - 62 / 78
მესი - 62 / 44

ევროთასები
მიულერი - 72 / 62
მესი - 125 / 100

საერთო სტატისტიკა კლუბებში
მიულერი - 560 / 505 - 0.90 გოლი საშუალოდ მატჩში
მესი - 584 / 507 - 0.87 გოლი საშუალოდ მატჩში

ნაკრებები
მიულერი - 62 / 68
მესი - 123 / 61

საკლუბო ტიტულები
მიულერი - 4 გამარჯვება გერმანიის ჩემპიონატში, გერმანიის 4 თასი, 3 ჩემპიონთა თასი, 1 თასის მფლობელთა თასი.

მესი -
8 გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში, ესპანეთის 5 თასი, 4 ჩემპიონთა ლიგის თასი.

საერთაშორისო ტიტულები
მიულერი - 1 მსოფლიოს ჩემპიონატი, 1 ევროპის ჩემპიონატი.
მესი - არ აქვს.

მესის სანაკრებო ტურნირებზე არ უმართლებდა. ამერიკის თასის ფინალში არგენტინელ 3-ჯერ მოხვდა, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

მიულერმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთხელ (1974) ითამაშა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. ევროპის ჩემპიონატის ფინალში მიულერმა ორჯერ იასპარეზა. 1972 წელს გერმანიამ ოქრო მოიგო, 4 წლის შემდეგ კი ჩეხოსლოვაკიასთან თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში დამარცხდა. მიულერმა ორივე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

Sportall.Ge

ინდივიდუალური ტიტულები
ოქროს ბურთი
მიულერი - 1
მესი - 5

ოქროს ბუცი
მიულერი - 2
მესი - 4

ევროთასების ბომბარდირი
მიულერი - 4
მესი - 5

საერთაშორისო ტურნირების ბომბარდირი
მიულერი - 7
მესი - 4

"ოქროს ბურთის" რაოდენობით მესის კონკურენციას მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ უწევს. მესი-რონალდუს დუეტმა "ოქროს ბურთის " მოგება უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შეძლო.

მიულერი "ოქროს ბურთის" კანდიდატთა სამეულში 4-ჯერ მოხვდა. თუმცა პრიზი მხოლოდ ერთხელ მიიღო.

Sportall.Ge

საკუთარი თავის შესახებ
მიულერი მიულერის შესახებ:
"ჩემი სამეფო საჯარიმო მოედანი იყო. საჯარიმოს გარედან გოლები იშვიათად გამქონდა. გოლის გატანა თვალდახუჭულსაც უნდა შეგეძლოს. როდესაც კარს ვერ ხედავ და მაინც გაგაქვს, ეს ძალიან გეხმარება".

მესი მესის შესახებ:
"ფეხბურთი სიამოვნებას ბავშვობიდან მანიჭებდა. ჩემი სტილი ამის შემდეგაც არ შეცვლილა. სიამოვნების მიღებას მინდორზე გასვლის ყოველ ჯერზე ვცდილობ. მესმის საკუთარი პასუხისმგებლობა და გუნდური მიზანი. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობ, საკუთარი სიამოვნებისთვის ვითამაშო, სწორედ ეს მომწონს".

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
სრულიად სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელები არიან, მიულერი საჯარიმოში მოთამაშე ძალიან საშიში და შედეგიანი ფეხბურთელი იყოო, შეუდარებელი ამ ამპლუაში! მესის დიაპაზონი გაცილებით ფართოა და მოწინააღმდეგის მოედნის ნახევარს სრულიად მოიცავს!
aburjga
17:01 15-08-2021
0
გერდ მიულერი ყველა დონეზე და ყველა ტურნირში წარმატებული იყო. მესი კი მხოლოდ "ბარსელონა"-ში აჩვენებს მაღალ კლასს. შესაბამისად, მიულერი უფრო დიდი ფეხბურთელია.
ლევანი
12:55 19-12-2017
2

სიახლეები პოპულარული