ბასტიან შვაინშტაიგერი შეიძლება ბუნდესლიგაში დაბრუნდეს

AutoSharing Option
Welt am Sonntag-ის ცნობით, 33 წლის გერმანელ ნახევარმცველს ბასტიან შვაინშტაიგერს ბუნდესლიგის კლუბები იწვევენ და არაა გამორიცხული, სამშობლოში გააგრძელოს კარიერა.

შვაინშტაიგერს "ჩიკაგოსთან" კონტრაქტი 31 დეკემბერს უმთავრდება. გერმანული გუნდებისთვის კონტრაქტის შესაძლო გაფორმებისას პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასი იქნება.

ბასტიანის აგენტმა იუწყა, რომ მისი კლიენტის წლიური გასამრჯელო 5 მილიონი ევროა.

აშშ-ს მიმდინარე ჩემპიონატის 25 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული