37 წლის ჩეხმა 19-წლიანი პროფესიონალური კარიერს განმავლობაში 747 მატჩში მიიღო მონაწილეობა საკლუბო დონეზე, სადაც 58 გოლი გაიტანა და 70 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე ასევე 105 მატჩია ნაკრების მაისურით, სადაც მან თავი 23 გოლით გამოიჩინა.
"ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა. სულ უფრო მიმძიმს მატჩებისთვის მომზადება. კვლავ მსურს თამაში, მაგრამ ჩემი სხეული საპირისპიროს მეუბნება. შესანიშნავი კარიერა მქონდა. მიყვარს ფეხბურთი და მინდა ეს კვლავ შევიგრძნო", - თქვა როსიცკიმ The