კლარენს ზეედორფი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

AutoSharing Option
კლარენს ზეედორფი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი ბრაზილიურ კლუბ "ატლეტიკო პარანაენსეს" გაწვრთნის.

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ზეედორფმა ასევე შესაძლოა სპორტული დირექტორის მოვალეობაც შეითავსოს.

41 წლის ჰოლანდიელი ბოლოს ჩინურ "ჟენშენს" ედგა სათავეში, იქამდე კი "მილანს" მოძღვრავდა.

აღსანიშნავია, რომ ზეედორფმა კარიერის ბოლო წლები სწორედ ბრაზილიის ჩემპიონატში, "ბოტაფოგოს" რიგებში გაატარა.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული