პაულინიო: კოუტინიოს ბარსელონაზე ყველაფერს ვუყვები

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პაულინიომ "მუნდო დეპორტივოს" გაუმხილა, რომ თანანაკრებელ ფილიპე კოუტინიოს ბარსელონას ძალიან უქებს:

"მე ვხუმრობ, რომ კოუტინიოსთვის აქ უკვე სახლს ურჩევენ. ვცდილობ კატალონიის შესახებ ყველაფერი მოვუყვე, რაც მას და მის ოჯახს დააინტერესებს. იცის, ბარსელონა ძალიან კარგი ქალაქია, სადაც მის ოჯახს ცხოვრების საუკეთესო პირობები ექნება.

ვფიქრობ, არ ინანებს, თუ ჩვენთან გადმოვა. მან ყველაფერი უნდა მოიფიქროს და გადაწყვეტილება მიიღოს".

"ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი ადრე ჟურნალისტების კითხვებზე კოუტინიოს შესახებ პასუხობდა, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არაა, ახლა კი საერთოდ აღარაფერს აღარ პასუხობს.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული