არგენტინელმა ფეხბურთელმა ახალ წელს ფოიერვერკით სახე დაიზიანა

AutoSharing Option
მონტევიდეოს "პენიაროლის" 30 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ლუკას ვიატრიმ ახალ წელს ბუენოს აირესში ფოიერვერკით სახე დაიზიანა და მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში იმყოფება.

კლუბის საიტი იუწყება, რომ ვიატრის სახე დაზიანებული აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯერ უცნობია რამდენი ხანი მოუწევს მკურნალობა.

ვიატრი ადრე "ბოკა ხუნიორსში", "ემელეკში" და "შანხაი შენხუაში" თამაშობდა, 3 მატჩი აქვს ჩატარებული არგენტინის ნაკრებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული