რონალდო: მესი და კრიშტიანო ჩემს დროს რომ ყოფილიყვნენ, ამდენ "ოქროს ბურთს" ვერ აიღებდნენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ,ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

რონალდოს თქმით, ისინი რომ სხვა ეპოქაში დაბადებულიყვნენ, ამდენ "ოქროს ბურთს" ვერ მიიღებდნენ.

"საერთოდ არ მინდა, მესი და კრიშტიანო დავაკნინო, მაგრამ ჩემს თაობაში ბევრად დიდი კონკურენცია იყო.

მესი და კრიშტიანო საუკეთესოს წოდებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, თუმცა ჩემს დროს ზინედინ ზიდანი, რივალდო, ლუიშ ფიგუ, რონალდინიო და მე ვიყავით.

ასეთ თაობაში იყო საუკეთესო, ძალიან რთულია", - თქვა რონალდომ.

მომზადებულია SportBild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველანი მართლები ხართ.მაგრამ ერთ რამეში მაინც ცდებით:
რონალდო და რონალდუ დიდი ნიჭის მქონე სპორტსმენები არიან.მესი და ზიდანი კი,დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელები.
ზაზა
07 იანვარი 2018 18:13
0
სატესტო გამოხმაურება სტატია
სატესტო გამოხმაურება სტატია
09 იანვარი 2018 11:05
0
შეკითხვა გამიჩნდა გულწრფელი. არა ზიდანის დასაკნინებლად. ვისქც უნახავს კრუიფის თამაში, რას ფიქრობს, ზიდანი დიდია კრუიფზე? (ბეკენბაუერ, ზიკო, პლატინიზეც თუნდაც)

ეპოქები იყო ქვემოთ დასახელებული და 70-იანები ალბათ ორი კაცისაა - კრუიფი, ბეკენბაუერი.

ზიდანის ეპოქა უკვე ვთქვი რომ არ მიმაჩნია ცალსახად მის ეპოქად. იყო რონალდო, რონალდინიო. (გიგზები და სქოულზები მართლა არ არიან მათი დონის, მიუხედავად იმის რომ იმ მანჩესტერის გილშემატკივარი ვიყავი 99 წელს რომ თასი მოიგო)

მესი ჯობია რონალდოს ნიჭით მაგრამ ეპოქა მაინც ორივესი ერთადაა ჩემი აზრით, თუნდაც იმიტომ რომ 4 წელია ოქროს ბურთი არ დაუთმო რონალდომ და თუნდაც იმიტომ რომ მესიმ ნაკრებში ვერ ილიდერა და ვერ მოიგო ვერაფერი ჯერ.
აზრი
06 იანვარი 2018 23:41
0
საერთოდ,ეპოქის მეფე აუცილებლად უნდა იყოს მსოფლიოს ჩემპიონი.სხვანაირად ვერ აღიარებ მას საუკეთესოდ.ბეკემბაუერი კი,უბრალოდ მცველი იყო...
მართლა დასანანი იქნება,მესი თუ ისე წავიდა ფეხბურთიდან,ერთხელ მაინც ვერ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი...
ზაზა
09 იანვარი 2018 10:44
0
ბრაზილიელი, ფენომენად წოდებული რონალდო, იყო, არის და დარჩება ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელად და ყველა დროის ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად და რომ არა ტრავმები, ის უკონკურენციო იქნებოდა დასაბამიდან დღემდე... ვისაც არაა აქვს ნანახი, უყურონ, თუ რა კონკურენციის პირობებში იყო ის საუკეთესო და რა დონის მცველების წინააღმდეგ უწევდა მას თამაში...
ვახო
06 იანვარი 2018 16:17
0
5 ეპოქაო :))) ნებისმიერ წინა 4 "ეპოქაში" მესის და რონალდუს ზუსტად იმდენივე ოქროს ბურთი ექნებოდათ, რამდენიც დღეს აქვთ. ეს ეპოქა კი ერთპიროვნულად მესის არ არის და რონალდუსთვის 5 ბურთი არავის უჩუქებია, არც სანაკრებო ტიტული. ხავი, ინიესტა, მოდრიჩი, პირლო, ჩაბი ალონსო, დი მარია, პოგბა, აგუერო, იბრა, კავანი, ნეიმარი - ეს ფეხბურთელები ფიგუ-ზიდანის ეპოქის ვარსკვლავებზე მეტი თუ არა, ნაკლები არაფრით არ არიან, მაგრამ ახლოსაც ვერ მიდიან ოქროს ბურთთან...

ოღონდ აქ რონალდინიო უნდა გამოვყო. ასეთი გენიალური ფეხბურთი სხვა არავისი შესრულებით არ მინახავს. უბრალოდ შედეგებზე ეს იმდენად არ ასახულა, როგორც იმავე მესის და რონალდუს თამაში.

გიგზი, ბექჰემი, სქოულზი ვინააო.... ალბათ არ გაქვთ ნანახი მაგათი თამაში. იმ თაობის ფეხბურთელების და მწვრთნელების შეფასებები მაინც წაიკითხეთ.
Lasha
05 იანვარი 2018 15:44
5
ვერ შეედრებიან. სქოულზის და გიგზის ეპოქაში პელეს ფეხებს ისე დაამტვრევდნენ, სამუდამოდ დაუკარგავდნენ თამაშის სურვილს/შესაძლებლობას. საერთოდაც ძალიან უხერხულად მიმაჩნია სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელების შედარება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაშინ ფეხბურთი ხელოვნება იყო. დღეს - მეცნიერება, აბსოლუტურად განსხვავებული სიჩქარეები და ფიზიკური მონაცემებით.

სქოულზსა და გიგზს რაც შეეხება - იგივე ეპოქალური ზიდანი ახასიათებს მას, როგორც თავის ყველაზე ძლიერ მეტოქესა და სრულყოფილ ნახევარმცველს, საუკეთესოს თავისი თაობის ნახევარმცველებში. სასაცილოა, მაგრამ იგივე ბრაზილიელი რონალდო აფასებს მას, როგორც ფენომენალურს. გიგზზეც იოლად იპოვით მსგავს შეფასებებს. ასე რომ ეს ორი ნამდვილადაა იმ თაობის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის.






Lasha
06 იანვარი 2018 18:54
1
"ვინ არიან" ზოგადად ვთქვი.თქვენ თუ ძაან ჩახედული ხართ ფეხბუღთში,აქ საუბარი ფეხბურთის მეფეებზეა და გიგზები და სქოულზები პელეს(ფეხბურთის მეფეს) შეედრებიან?
ზაზა
06 იანვარი 2018 14:28
0
მსოფლიო ფეხბურთს 5 ეპოქა აქვს:
1 ეპოქის ლდერი-ალფრედო დი სტეფანო.
2. პელე
3.დიეგო მარადონა
4.ზინედინ ზიდანი
5.ლეო მესი.
რა გიგზი,რის ბექჰემი,ვინაა საერთოდ სქოულზი?...
მსოფლიოში მხოლოდ ეს 5 ფეხბურთელია,რომლებსაც თავიანთ ეპოქებში კონკურენტები არ ჰყავთ.
ზაზა
05 იანვარი 2018 13:49
6
ზიდანზე ვერ დაგეთანხმები. 1997-წლის თამაში მოძებნე იუთუბზე, ევროპის ვარსკვლავები (ზიდანის მეთაურობით) მსოფლიოს ვარსკვლავების წინააღმდეგ (რონალდოს მეთაურობით). იქ ნახავ საკაუთესო ფორმაში მყოფი რონალდო ერთი თავით მაღლა რომ იდგა საუკეთესო ფორმაში მყოფ ზიდანზე. ტრამვებმა გატანჯეს მერე.
Azri
06 იანვარი 2018 03:13
0
მთლად ვერ დაგეთანხმები რონალდო შენ მართლაც უძლიერესო ფეხბურთელო. მესი აუცილებლად გაგიწევდაც კონკურენციას, მაგრამ რონალდოს ალბათ მაინც ცოტა გაუჭირდებოდა.
shota
05 იანვარი 2018 09:28
0
რო ამბობს კონმურემცია იყო ჩემს დროს კი ვეთანხმებიბძალიან კარგი ფეხბურთელები იყვნენ მაგრამ მესისთან და რონალდოსთან ესენი მაინც ვერაფერს გახდებოდნენ ისევ ისეთი სურათი იქნებოდა იმიტო რომ დგეს ესეთი იაეთ სიმაღლეზე დგანან კონკურენციას ვერავინ უწევს
Gela
04 იანვარი 2018 20:43
18
არ დაგავიწყდეს როცა რონალდინიო ბარსაში თამაშობდა მესიც თამაშობდა მაგრამ არავინ არ ლაპარაკობდა მესიზე სულ რონალდინიო იყო.
roma-ni
05 იანვარი 2018 00:05
2
მართლაც ძალიან მაგარი თაობა იყო,ეს ხომ საერთოდ ეტალონია იმისა თუ როგორ უნდა უყვარდეს ფეხბურთელს ფეხბურთი,როგორ არ უნდა ჩაიქნიოს ხელი დიდი განსაცდელის დროს,როგორ უნდა გიზიდავდეს მაყურებლებით გადაჭედილი სტადიონი,
რომ ამხელა ტრამვის მერე დაბრუნდე და თანაც როგორ დაბრუნდა, არ ვიცი რაც ამ კაცმა შეძლო...წარმოუდგენლად დიდი ფეხბურთელია,მაგრამ მესი ისტორიაში უდიდესია მე პირადათ ამაში ეჭვი არ მეპარება.
sake
04 იანვარი 2018 19:55
3
მართალი ხარ... ალბათ მესის 2 ექნებოდა და რონალდუს 1 ოქროს ბურთი.. შანსი არაა პროსტა, რომ ისეთი ფეხბურთელები დაეჩრდილათ, როგორებიც რონალდინიო, ბექემი, ფიგუ, გიგზი, სქოულზი, ზიდანი და ძალიიან ბევრი სხვა... რონალდო მართლა ფენომენი იყო ♥♥♥
ზურა
04 იანვარი 2018 17:55
9

სიახლეები პოპულარული