რონალდო: მესი და კრიშტიანო ჩემს დროს რომ ყოფილიყვნენ, ამდენ "ოქროს ბურთს" ვერ აიღებდნენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ,ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

რონალდოს თქმით, ისინი რომ სხვა ეპოქაში დაბადებულიყვნენ, ამდენ "ოქროს ბურთს" ვერ მიიღებდნენ.

"საერთოდ არ მინდა, მესი და კრიშტიანო დავაკნინო, მაგრამ ჩემს თაობაში ბევრად დიდი კონკურენცია იყო.

მესი და კრიშტიანო საუკეთესოს წოდებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, თუმცა ჩემს დროს ზინედინ ზიდანი, რივალდო, ლუიშ ფიგუ, რონალდინიო და მე ვიყავით.

ასეთ თაობაში იყო საუკეთესო, ძალიან რთულია", - თქვა რონალდომ.

მომზადებულია SportBild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველანი მართლები ხართ.მაგრამ ერთ რამეში მაინც ცდებით:
რონალდო და რონალდუ დიდი ნიჭის მქონე სპორტსმენები არიან.მესი და ზიდანი კი,დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელები.
ზაზა
18:13 07-01-2018
0
შეკითხვა გამიჩნდა გულწრფელი. არა ზიდანის დასაკნინებლად. ვისქც უნახავს კრუიფის თამაში, რას ფიქრობს, ზიდანი დიდია კრუიფზე? (ბეკენბაუერ, ზიკო, პლატინიზეც თუნდაც)

ეპოქები იყო ქვემოთ დასახელებული და 70-იანები ალბათ ორი კაცისაა - კრუიფი, ბეკენბაუერი.

ზიდანის ეპოქა უკვე ვთქვი რომ არ მიმაჩნია ცალსახად მის ეპოქად. იყო რონალდო, რონალდინიო. (გიგზები და სქოულზები მართლა არ არიან მათი დონის, მიუხედავად იმის რომ იმ მანჩესტერის გილშემატკივარი ვიყავი 99 წელს რომ თასი მოიგო)

მესი ჯობია რონალდოს ნიჭით მაგრამ ეპოქა მაინც ორივესი ერთადაა ჩემი აზრით, თუნდაც იმიტომ რომ 4 წელია ოქროს ბურთი არ დაუთმო რონალდომ და თუნდაც იმიტომ რომ მესიმ ნაკრებში ვერ ილიდერა და ვერ მოიგო ვერაფერი ჯერ.
აზრი
23:41 06-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული