"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი სახიფათო რბოლაში მიიღებს მონაწილეობას [PHOTO]

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსისა" და ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში სახიფათო რბოლაში მიიღებს მონაწილებას. პორტუგალიელი სპეციალისტის უკანასკნელი გუნდი "შანხაი სიპგ" იყო. ჩინური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვილაშ-ბოაშმა რბოლაში მონაწილეობის მისაღებად დათმო.

ანდრე Dakar Rally-ში მიიღებს მონაწილეობას. 15- დღიანი რბოლა სამხრეთ ამერიკის არასატრანსპორტო გზებზე გაიმართება და მონაწილეებს 5,500 მილის გავლა მოუწევთ. რბოლაში ვილაშ-ბოაში "ტოიოტა ჰილუქსით" იასპარეზებს.

Dakar Rally 1978 წელს დაარსდა და მას შემდეგ 70 მონაწილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"რბოლა ჩემს სისხლშია და ბავშვობიდან ჩემი გატაცება იყო. ვიცი, რომ ეს ძალიან სახიფათოა,
თუმცა მზად ვარ მონაწილეობა მივიღო," - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

1982-84 წლებში ამ რბოლაში მონაწილეობა ვილაშ-ბოაშის ბიძამ მიიღო, 40 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი კი მზად არის, ბიძის კვალს გაყვეს.

Sportall.Ge

ვილაშ-ბოაში ბავშვობაში ფორმულა 1-ის რბოლების ერთგული მაყურებელი იყო და შეჯიბრების ბილეთებს დღემდე ინახავს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული