მოჰამედ სალაჰის აღიარებები "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ 2017 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად "ლივერპულის" ეგვიპტელი გარემარბი, მოჰამედ სალაჰი დაასახელა. მეორე ადგილი სალაჰის თანაგუნდელმა, სენეგალელმა სადიო მანემ დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი "დოტმუნდის ბორუსიას" ფორვარდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი გავიდა.

სალაჰი მეორე ეგვიპტელია, რომელმაც წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის წოდება მიიღო. 1983 წელს ეს ტიტული მაჰმუდ ალ ჰათიბმა დაიმსახურა.

სალაჰი ეგვიპტის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა, "ლივერპულის" მაისურით კი ამ სეზონში უკვე 23 გოლი გაიტანა.

"ლივერპულში" გადასვლის შემდეგ სალაჰმა შემდეგი აღიარებები მოიპოვა:

"ლივერპულის" თვის საუკეთესო ფეხბურთელი (3-ჯერ)
"ლივერპულის" თვის საუკეთესო
გოლი (4-ჯერ)
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი (2-ჯერ)
წლის საუკეთესო არაბი ფეხბურთელი
წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი BBC-ს მიხედვით
წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი CAF-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ასეთი არსებობს,სალაჰი პრემიერ ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელიცაა.
სოსო
11:10 05-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული