მაურო იკარდის "რეალში" მედშემოწმება არ გაუვლია

AutoSharing Option
დღეს, Diario Gol-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ მადრიდის "რეალში" მედშემოწმება გაიარა და ახალ გუნდში მალე გადაბარგდება.

ფეხბურთელის კლაუსულა 110 მილიონი ევროა, ოღონდ მხოლოდ ზაფხულიდან, ახლა კი მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა გაცილებით მეტია.

თუმცა, ფორვარდის გარემოცვამ უარყო მედშემოწმებაზე გავლაზე გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ მაუროს ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას შესთავაზებენ, ხელფასსაც გაუზრდიან და კლაუსულას ფასიც მოიმატებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული