არდა თურანი "ბარსელონას" დაემშვიდობა და სტამბულის აეროპორტში უამრავი ფანი დახვდა

AutoSharing Option
"ბარსელონადან" 2.5-წლიანი იჯარით "ისტანბულში" გადასულ ნახევარმცველს არდა თურანს სტამბულის აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. იქამდე კი ის "ბარსას" გამოემშვიდობა:

"საოცრებით ოცნება არასოდეს არ გახდება რეალობა. მეოცნებე კი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ მიზნის მისაღწევად შეუპოვრობა და დიდი შრომაა საჭირო. "ბარსაში" თამაში ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ყოველთვის ვიამაყებ, რომ ამას მივაღწიე.

თუმცა, ახლა განშორების ჟამი დადგა. ყოველ შემთხვევაში, დროებით. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ისევ ის ფეხბურთელი გავხდე, რომელიც ოდესღაც თქვენ შეიყვარეთ. ჩვენს შორის მანძილს არა აქვს მნიშვნელობა. ეს განსაკუთრებული მოგონებები მუდამ გამინათებს
გზას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული