ოფიციალურად: რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ბრაზილიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიომ, იგივე რონალდო დე ასის მორეირამ, აქტიური სპორტული კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

ამის შესახებ მედიას მისმა ძმამ აუწყა. რობერტო ასისის თქმით, რონალდინიოს ფეხბურთთან გამოსამშვიდობებელი მატჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიმართება.

რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა "გრემიოში" დაიწყო, რის შემდეგაც პსჟ-ში გადავიდა.

ბრაზილიელის საუკეთესო პერიოდი "ბარსელონას" უკავშირდება, რის შემდგომაც იგი "მილანის" მაისურს ირგებდა.

სწორედ "როსონერი" იყო ბოლო კლუბი, რომელშიც რონალდინიომ ევროპაში იასპარეზა.

მას 2015 წლის შემდეგ აღარ ჰქონდა ნათამაშები, როდესაც "ფლუმინენსეში" გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული