31 იანვარს იტალიის თასზე კიდევ ერთი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
"მილანმა" "სან-სიროზე" რომის "ლაციოს" უმასპინძლა და შეხვედრა უგოლოდ ანგარიშით 0:0 დასრულდა. გოლის გატანის კარგი შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მეკარეთა კარის ბადე არც ერთხელ შერხეულა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია "როსონერის" მხრიდან ჰაქან ჩალჰანოღლუს შანსი, რომელმაც ბურთი თითქმის ცარიელ კარს გადააცილა.
რომაელთა მხრიდან კი ბურთის გატანის მშვენიერი შანსი სერგეი მილინკევიჩ-სავიჩს მიეცა, თუმცა სერბმა დონარუმას ვერ აჯობა.
აქვე ვთქვათ, რომ კლუბები ბოლო 5 დღეში ერთმანეთს ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდნენ.
განმეორებით მატჩს "სტადიო ოლიმპიკო" კი 28 თებერვალს უმასპინძლებს.
ესპანეთის თასის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა "მილანის" ყოფილი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას ამჟამინდელმა კლუბმა - "სევილიამ". ანდალუსიელებმა "ლეგანესთან" საგარეო ფრეს მიაღწიეს - 1:1.
"დალაქები" 21-ე წუთზე ლუის მურიელმა დააწინაურა, რასაც 56-ე წუთზე ბერძენი მცველის, დიმიტრიოს სიოვასის გამათანაბრებელი დარტყმა მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ სწორედ "ლეგანესია" ის გუნდი, რომელმაც ასპარეზობას მადრიდის "რეალი" გამოთიშა.
განმეორებითი შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე" 7 თებერვალსაა ჩანიშნული. დღეს კი კიდევ ერთი 1/2-ფინალური დაპირისპირება გაიმართება. "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" მიიღებს.
12:49 01-02-2018
ევროპული თასები: "მილანის" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული