"ოლიმპიაკოსის" ფანებმა აეკ-თან მარცხის შემდეგ მოედანზე არეულობა მოაწყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ოლიმპიაკოსი" პრინციპულ დერბიში აეკ-თან ანგარიშით 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც კლუბის ფანებმა სტადიონზე და მის გარეთ არეულობა მოაწყვეს.

94-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე გოლი გაუშვეს და მოედანზე 10 ფეხბურთელის ამარა დარჩნენ. აეკ-მა კი ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში "ოლიმპიაკოსს" გადაუსწრო.

მასპინძელთა ფანები მატჩის შემდეგ მოედანზე გამოცვივდნენ და სარეკლამო ბანერები დაამტვრიეს.

გარდა ამისა, ასეულობით გულშემატკივარი წესრიგის დამცველთა თანამშრომლებს დაუპირისპირდა და მეტოქე გუნდის ავტობუსსაც შეუტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული