"იუვენტუსი" მზადაა ჰარი კეინის ტრანსფერში 250 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
"დონ ბალონი" იუწყება, რომ "იუვენტუსი" მზადაა "ტოტენჰემს" თავდამსხმელ ჰარი კეინში 250 მილიონი ევრო შესთავაზოს.

კეინს "დეზებთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და მისი სამსახურით "რეალი" და "მანჩესტერი" არიან დაინტერესებული.

ამ სეზონში მან 33 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული