მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

AutoSharing Option
ქართული წარმოშობის ფეხბურთელები - ზაურ მახარაძე და მიხეილ მესხი უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

დონეცკის "ოლიმპიკი" კიევის "დინამოსთან" მხოლოდ 0:1-ზე რომ დამარცხდა, ეს დონბასური გუნდის 24 წლის მეკარის, ზაურ მახარაძის დამსახურებაა (ის გუნდის კაპიტანიცაა). ua-football.com-მა ზაური ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მისი თამაში ასე შეაფასა: "გაშვებულ გოლში დამნაშავე არაა, რადგან ციგანკოვმა ახლო მანძილიდან დაურტყა ბურთი და მისი აღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. მასთან პირისპირ გასულ ვერბიჩს მოუგო დუელი".

კამინსკის "სტალმა" 2:0 დაამარცხა "ოლეკსანდრია". ამ შეხვედრაში
კარგი თამაშით გამოირჩა "სტალის" 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი მიხეილ მესხი. ტურის სიმბოლურში მესხი football.ua-მ დაასახელა და ძალიან შეაქო: "თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და სენსაციურ გამარჯვებაში სერიოზული წვლილი შეიტანა. ცენტრში ბურთის ართმევისას ეფექტური გახლდათ და შეტევასაც რაც შეიძლება სწრაფად იწყებდა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
mesxi nakrebshi gvinda kargi fexburtelia!
qomagi
02:58 20-02-2018
0

სიახლეები პოპულარული