ხამეს როდრიგესის მამამ განმარტა რატომ დატოვა მისმა შვილმა "რეალი"

AutoSharing Option
კოლუმბიელი ნახევარმცველის ხამეს როდრიგესის მამამ, უილსონ როდრიგესმა განაცხადა, რომ მისი შვილი სწორად მოიქცა, როდესაც "ბაიერნში" გადავიდა:

"ჩემი შვილი სწორად მოიქცა, როდესაც მადრიდი დატოვა. ის გერმანიაში ძალიან ბედნიერია. იქ მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს. ეს მის თამაშსაც დაეტყო.

კარლო ანჩელოტის მწვრთნელობის პერიოდში ხამესი ბლანკოსში თავს კარგად გრძნობდა. ანჩელოტის წასვლის შემდეგ კი თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდა. ზიდანი მისი კერპი იყო, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილი მის სათამაშო სქემაში არ სჭირდებოდა.

მიუხედავად ამისა, ხამესს არასოდეს არ გაუკრიტიკებია ზინედინი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული