"ეკიპის" ცნობით, "იუვენტუსს" პოლის 60 მილიონ ევროდ დაბრუნება შეუძლია. პრობლემა მხოლოდ ფეხბურთელის ძალზედ მაღალი ხელფასია - სეზონში 12 მილიონი. ცნობისათვის, ამჟამად ბიანკონერის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი არიან. მათი გასამრჯელო 7.5-7.5 მილიონია.
პოგბა "მანიუმ" 2016 წელს 105 მილიონად შეიძინა.