ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად სტანიმირ სტოილოვი დანიშნეს
AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ერთა ლიგაზე ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მეტოქის, ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად ბულგარელი სტანიმირ სტოილოვი დანიშნეს.
51 წლის სტოილოვმა ნაკრებში მუშაობის გამო კონტრაქტი გაწყვიტა "ასტანასთან", რომელიც მისი ხელმძღვანელობით მიჯრით ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
სტანიმირი აგრეთვე "ლევსკიში", "ლიტექსში", "ანორთოსისსა" და "ბოტევში" მუშაობდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.