1. მარკ ჰიუზი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ დღეს ითამაშა უელსის ნაკრებშიც და "ბაიერნის" შემადგენლობაშიც. ჰიუზმა, კერძოდ, 1987 წელს უელსის ნაკრებში ისპარეზა, როცა ის ჩეხოსლოვაკიას უპირისპირდებოდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში. შემდეგ მან გერმანიის საზღვარი გადაკვეთა და "ბაიერნის" სათადარიგო შემადგენლობაში იყო "მიუნხენგლადბახთან". მატჩის მეორე ნახევარში კი თამაშშიც ჩაერთო.
2. ალვინ მარტინმა ერთ მატჩში სამ მეკარეს გაუტანა გოლი. 1986 წელს, როდესაც "ვესტ ჰემი" "ნიუკასლს" შეხვდა,
3. 1982 წლიდან "ბაიერნის" ფეხბურთელი აუცილებლად მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ეს სიმართლეა, 1982, 1986, 1990, 2002 და 2014 წლების ფინალში გერმანიის შემადგენლობაში. ხოლო სხვა შემთხვევებში: ჟორჟინიო (ბრაზილია 1994), ლიზარაზუ (საფრანგეთი 1998), ვილი სანიოლი (საფანგეთი 2006) და არიენ რობენი (ჰოლანდია 2010).
4. სანამ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, "ასტონ ვილას" უფრო მეტი ტიტული ჰქონდა, ვიდრე "წითელ ეშმაკებს". ფერგიუსონის დანიშვნამდე "ასტონ ვილას" (1986) მოგებული ჰქონდა: 7-ჯერ პრემიერლიგა, 7-ჯერ თასი, 3 ლიგის თასი და ევროპის თასი. ხოლო "მანჩესტერს": 7 პრემიერლიგა, 6 თასი, ევროპის თასი და თასების თასი. ესეც 18-15-ზე.
5. ლასლო კუბალა არის ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა სამ სხვადასხვა ნაკრებში. მშობლები იყვნენ ჩეხეთიდან, ცხოვრობდნენ ბუდაპეშტში და 10 წელი თამაშობდა "ბარსელონაში". ამ პერიოდში კი მან მოიარა სამი ნაკრები: ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის და ესპანეთის. იგივე შემთხვევაა ალფრედო დი სტეფანოზე, რომელმაც არგენტინაში, ესპანეთსა და კოლუმბიაში ითამაშა, თუმცა ფიფა კოლუმბიაში ჩატარებულ მატჩებს არ უთვლის.
6. ზლატან იბრაჰიმოვიჩს უთამაშია 6 კლუბში, რომელსაც აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, თუმცა თავად ამ ტიტულს არ დაუფლებია. ის თამაშობდა: "აიაქსში", "ბარსელონაში", "ინტერში", "იუვენტუსში", "მილანში" და დღეს "მანჩესტერში" იმყოფება.
7. ჯუზეპე ბერგომმა ითამაშა 4 მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა საკვალიფიკაციოში არ მიუღია მონაწილეობა. "ინტერის" მცველი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის დროს პატარა იყო და მისით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ დაინტერესდნენ. 1986 და 1990 წლებში იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე იასპარეზა, ხოლო 1998 წელს, როდესაც ის 34 წლის იყო, მოულოდნელად მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში აღმოჩნდა.