ლიგა 1. XXIX ტურის წინ: რაღა დარჩენიათ?

AutoSharing Option
პსჟ, რომელზეც ასეულობით მილიონი დაიხარჯა, ევროთასების გარეშე დარჩა და ლოკალური მოვლენა გახდა. ამ სეზონში პარიზულ კლუბს ევროპული ფეხბურთის ყურადღების ცენტრში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

რაც შეეხება ლიგა 1-ს, აქ ჯერაც უნაი ემერის გუნდს ყველაფერი რიგზე აქვს - ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე პსჟ უახლოეს მდევარს, მოქმედ ჩემპიონ "მონაკოს" 14 ქულით უსწრებს და უახლოეს ხუთ ტურში შეუძლია ჩემპიონობის დაბევება.

შეიძლება ეს კიდევ უფრო ადრეც მოხდეს. შაბათს გამწარებულ პარიზულ კლუბს ბოლოადგილოსანი "მეცი" ესტუმრება და კარგი დღე არ ელის.

"მეცს" ლამის ნახევარი გუნდი აკლია
დისკვალიფიკაციებისა და ტრავმების გამო - პსჟ-ს კი მხოლოდ ორი - ნეიმარი ტრავმირებულია, ედინსონ კავანი კი დისკვალიფიცირებული. ეს კიდევ ერთი შანსია ლეო მესისთვის, "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში წინ გაიჭრას, რადგან ნეიმარიც და კავანიც არგენტინელის მთავარი კონკურენტები არიან.

ფაქტები
პსჟ-ს ბოლო 14 საშინაო მატჩი აქვს ლიგა 1-ში მოგებული.
14-ვე მატჩი მან სულ მცირე, 2-გოლიანი სხვაობით მოიგო.
პსჟ-მა "მეცს" ბოლო 7 დაპირისპირება მოუგო.
"მეცს" ბოლო 11 საგარეო მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს.

ლიგა 1. XXIX ტური
პარასკევი, 9 მარტი
სტრასბური-მონაკო 23:45

შაბათი, 10 მარტი
პსჟ-მეცი 20:00
ბორდო-მეცი 23:00
ბორდო-ანჟერი 23:00
დიჟონი-ამიენი 23:00
ლილი-მონპელიე 23:00
ნანტი-ტრუა 23:00
რენი-სენტ ეტიენი 23:00

კვირა, 11 მარტი

გინგამი-ნიცა 18:00
ლიონი-კაენი 20:00
ტულუზი-მარსელი 23:59

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული