ვან ჰინტუმმა განაცხადა, რომ სლუცკი დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტია, ინგლისურად კარგად ლაპარაკობს და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
სლუცკი ახალ გუნდში მუშაობას ზაფხულიდან შეუდგება. ის ადრე რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში, მერე როგორც ამბობენ, "ჩელსის" პრეზიდენტმა რომან აბრამოვიჩმა "ჰალის" მენეჯერობა "გაუჩალიჩა", მაგრამ იქ ვერ ივარგა და გადააყენეს.