კოტ'დივუარელი ამჟამად ამერიკის მე-2 ლიგის ბინადარ "ფინიქსის" ღირსებას იცავს და გუნდიც სეზონისწინა მზადებას გადის.
დიდიეს პროფესიონალური დებიუტი ფრანგული "ლე მანის" შემადგენლობაში ჰქონდა, როდესაც ის 20 წლის იყო.
საუკეთესო წლები კი, რა თქმა უნდა, ლონდონის "ჩელსის" უკავშირდება, სადაც ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და 150-ზე მეტი გოლი გაიტანა. დროგბა ამჟამად 40 წლისაა.