დიდიე დროგბამ გადაწყვიტა - სეზონის ბოლოს წავალ!

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელის, დიდიე დროგბას თქმით, ის აქტიურ სპორტულ კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს.

კოტ'დივუარელი ამჟამად ამერიკის მე-2 ლიგის ბინადარ "ფინიქსის" ღირსებას იცავს და გუნდიც სეზონისწინა მზადებას გადის.

დიდიეს პროფესიონალური დებიუტი ფრანგული "ლე მანის" შემადგენლობაში ჰქონდა, როდესაც ის 20 წლის იყო.

საუკეთესო წლები კი, რა თქმა უნდა, ლონდონის "ჩელსის" უკავშირდება, სადაც ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და 150-ზე მეტი გოლი გაიტანა. დროგბა ამჟამად 40 წლისაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული