"ღრმად ვარ დამწუხრებული იმის გამო, რომ ჩემი ნების მიუხედავად შეკრებაზე მიხმეს, რადგან წლების მანძილზე ეროვნულ გუნდში ასპარეზობის შემდეგ მინიმალურ პატივისცემას მაინც ვიმსახურებდი. ჩემი სამზადისი და სამუშაო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა კლაუდიომ BBC-ს.
როგორც იუწყებიან, ბრავოს შეკრებაზე თავის პერსონალურ მწვრთნელთან ერთად ვარჯიშის ნება არ დართეს და ფედერაციასთან კონფლიქტი აქვს. მოკლედ, ჭირვეულობს.