რობერტ ლევანდოვსკი "რეალს" პირად კონტრაქტზე არ შეთანხმებია

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივომ" ორიოდ დღის წინ იუწყა, რომ "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ "რეალთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა და ეს მოხდა მისი ახალი აგენტის პინი ზაჰავის და ბლანკოსის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მარჯვენა ხელის ხოსე ანხელ სანჩესის პირადი შეხვედრისას.

Münchner Merkur-ის ცნობით, ბლანკოსის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაუკავშირდა "რეკორდმაისტერის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს კარლ-ჰაინც რუმენიგეს და უთხრა, რომ ეს სინამდვილეს არ შეეფერება.

ლევანდოვსკის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული