ჰენრიხ მხითარიანმა ერევნის სარეაბილიტაციო ცენტრს მანქანა აჩუქა

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი ერევანში იმყოფება და ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება.

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი სომხეთის დედაქალაქის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია, სადაც ის სტუდენტებს და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

მხითარიანმა სარეაბილიტაციო ცენტრს მანქანა აჩუქა, რომელიც მას სომხეთის 10 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვედრის გამო გადასცეს.

აქვე გეტყვით, რომ სომხეთის ნაკრები 24 და 27 მარტს საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდება, ოღონდ მონაცვლეობით. ჩვენი მეზობლები ჯერ ესტონეთს მიიღებენ, შემდეგ კი ლიტვას უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გეშლება არსენალის არა დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელია)))
revy
15:55 21-03-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული