"დიბალას ჩვენს სათამაშო სტილთან ადაპტირება გაუჭირდება. მის თამაშს ვერ გავაუმჯობესებთ და უნდა გადავწყვიტოთ: სხვები ჯობიან თუ მისი დონის ასამაღლებლად გვიჯობს მუშაობა?
იგივეს ვიტყვი იკარდიზე. მაუროს ნაკრებში და კლუბში ასპარეზობის შედარება არ შეიძლება. როგორც ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, უნდა მივიღო პრაქტიკული გადაწყვეტილება და არ უნდა ვიხელმძღვანელო პირადი ურთიერთობის საფუძველზე".