"ინდეპენდენტეს" ფეხბურთელები კლუბის შენობებს ბორდელად იყენებდნენ
AutoSharing Option
არგენტინის "ინდეპენდენტეს" პრეზიდენტმა უგო მოიანომ მკაცრი ზომების მიღება დაიწყო იმის გამო, რომ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები კლუბის შენობებს ბორდელად იყენებდნენ.
მან ამის გამო ერთი ფეხბურთელი უკვე გააგდო და მალე სხვებსაც ზედ მიაყოლებს. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს მოთამაშეები არასრულწლოვანები არიან.
მოიანომ განაცხადა, რომ აქ შესაძლოა, საქმე სექსუალურ ექსპლუატაციასა და უკანონო ვაჭრობასთან აქვთ.