საფეხბურთო თერთმეტეული, რომლებსაც კრიმინალთან კავშირი ჰქონდათ

AutoSharing Option
ესპანურმა "მარკამ" ის საფეხბურთო თერთმეტეული შეადგინა, რომლებსაც კრიმინალთან კავშირი ჰქონდათ და კანონთან პრობლემები შეექმნათ.

პორტუგალიის ნაკრების მეკარე ბრუნო ფერნანდეშს 22 წელი იმიტომ მიუსაჯეს, რომ თავისი შვილის დედის მკვლელობა შეუკვეთა.

პსჟ-ს მცველ სერჟ ორიეს ორი თვე მიუსაჯეს, რადგან ღამის კლუბიდან გამოსვლისას, თავს პოლიციელს დაესხა.

"ვილიარეალის" ცენტრალურ მცველ რუბენ სემედოს მკვლელობის მცდელობას აბრალებენ, თუმცა ის ამას უარყოფს.

ბრაზილიელ ბრუნო როდრიგესს გერმანიაში საკუთარი სახლის დაწვის გამო 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მარცხენა მცველ ალექს ზატარეს გაუპატიურების გამო 6 წელი მიუსაჯეს.

ანალოგიური მიზეზით და ამავე პერიოდის გატარება მოუწევს საკანში "სანდერლენდის" ყოფილ მცველ ადამ ჯონსონსაც.

ჯოი ბარტონმა 74-დღიანი სასჯელი ფიზიკური თავდასხმის გამო მოიხადა.

ბულგარელ იორდან ლეტჩკოვს 2 წელი ძალაუფლების გადამეტების გამო მიესაჯა, როცა ის თავისი მშობლიური ქალაქის მერი იყო.

"რასინგის" ფეხბურთელ რიკარდო სენტურიონს პოლიციელის მოქრთამვის ფაქტზე წაასწრეს, რის გამოც მას ერთიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ თავდამსხმელს მიკელე პადოვანოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო 8 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რობინიოს ჯგუფური გაუპატიურების გამო 9 წელი მიესაჯა.

ხამეს როდრიგესის პირველ მწვრთნელი ელკინ მონკადა პედოფილიის გამო დაიჭირეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრუნო არა, ბრენო და ადამ ჯონსონი დარწმუნებული ხარ რო მცვწლი იყო?სწორი ინფორმაცია დაწერე მაინც
Jabrexsa
25 მარტი 2018 13:25
1
კუზიან ჯემალას კი, თხუთმეტი წელი ელოდება, თუ სიდედრს მოკლავს, მე კი ვფიქრობ, რომ მოკლავს და საამისოდ მზად არის, თუმცა გამოძიებას ეჭვი ეპარება ჯემალაში, ხოდა ვნახოთ, აგერ ჯემალა და აგერ მისი სიდედრი ლამარა.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13 ივლისი 2020 14:37
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული