შეხვედრის დასრულების შემდეგ ბალტიისპირელთა 37 წლის გოლკიპერმა ანდრის ვანინსმა (ციურიხი) განაცხადა, რომ გულშემატკივრებს უღალატეს:
"პირველ რიგში, მინდა ცუდი თამაშისა და წაგებისთვის ქომაგებს ბოდიში მოვუხადო. ქვესკნელში ვართ!
მადლობა ყველას, ვინც სტადიონზე მოვიდა ან შეხვედრას ტელევიზორში უყურა. ჩვენ თქვენ გიღალატეთ.
გთხოვთ, ცალკეული ფეხბურთელები არ გააკრიტიკოთ, რადგან მთლიანად გუნდია წაგებაში დამნაშავე და მომხდარზე პასუხისმგებელი".