საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის მეკარე: ქვესკნელში ვართ!

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, ლატვიის ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩში სტუმრად 0:1 დამარცხდა ჯუჯა გიბრალტართან, რომელმაც ისტორიაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბალტიისპირელთა 37 წლის გოლკიპერმა ანდრის ვანინსმა (ციურიხი) განაცხადა, რომ გულშემატკივრებს უღალატეს:

"პირველ რიგში, მინდა ცუდი თამაშისა და წაგებისთვის ქომაგებს ბოდიში მოვუხადო. ქვესკნელში ვართ!

მადლობა ყველას, ვინც სტადიონზე მოვიდა ან შეხვედრას ტელევიზორში უყურა. ჩვენ თქვენ გიღალატეთ.

გთხოვთ, ცალკეული ფეხბურთელები არ გააკრიტიკოთ, რადგან მთლიანად გუნდია წაგებაში დამნაშავე და მომხდარზე პასუხისმგებელი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული