ესტონეთი სომხეთთან ფრის შემდეგ საქართველოს ნაკრებთანაც დადებით შედეგს იმედოვნებს

AutoSharing Option
თბილისში ჩამოსვლამდე ესტონეთის ნაკრები ერევანში ამხანაგურ მატჩში სომხეთს დაუზავდა (0:0) და საკმაოდ ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. სავარაუდოდ, ისინი ლიტველებისგან განსხვავებით "ჯვაროსნებს" უფრო სერიოზულ წინაღმდეგობას გაუწევენ და დადებითი შედეგის იმედი აქვთ. ეს გუნდი ფიფას რეიტინგში 86-ე ადგილზეა.

თბილისს ესტონელები ასეთი შემადგენლობით ეწვივნენ:

მეკარეები:
მიკელ აკსალუ (სიკ, ფინეთი), ანდრეას ვაიკლა (ტორონტო, კანადა), მატვეი იგონენი (ლილესტრიომი, ნორვეგია)

მცველები:
რაგნარ კლავანი (ლივერპული, ინგლისი), ტაიო ტენისტე (ბრანი, ნორვეგია), კენ კალასტე (კორონა, პოლონეთი), იონას ტამი (სარპსბორგი, ნორვეგია), მადის ვიჰმანი (ფლორა, ესტონეთი), არტურ პიკი (რუჟემბეროკი, სლოვაკეთი),

ნახევარმცველები:
კონსტანტინ ვასილიევი (პიასტი, პოლონეთი), სიმ ლუსტი (ბოჰემიანსი, ჩეხეთი), კაროლ მეტცი (ბრედა, ჰოლანდია), მატ კაიტი (როსი, შოტლანდია), ილია ანტონოვი (რუდარი, სლოვენია), მარტინ მილერი (ფლორა, ესტონეთი), ანტონ დმიტრიევი (ლახტი, ფინეთი)

თავდამსხმელები:
ჰენრი ანიერი (ლახტი, ფინეთი), სერგეი ზენიოვი (კრაკოვია, პოლონეთი)

მწვრთნელი: მარტინ რეიმი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესტონეთი გაცილებით ძლიერია,თუმცა თუ ოდნავ მაინც ამბიცია შემოგვრჩა იმისა,რომ დღევანდელ ფეხბურთში რაიმეს მიღწევა შეგვიძლია, უნდა მოვიგოთ....ბიჭებმა თავი არ დაზოგეს,კარგად ვითამაშეთ,მაგრამ ფორტუნა მოწინააღმდეგეს მხარეს იყო კი არა... უ ნ დ ა მ ო ვ ი გ ო თ
sake
10:42 27-03-2018
0
ესენი თუ ვერ დავამარცხეთ როგორი გუნდითაც არ უნდა ვითამაშოთ, მაშინ ერთა თასზე პირველ ადგილზე გასვლის ამბიცია აღარ უნდა გვქონდეს. მიდით ბიჭებო გაინავარდეთ უბრალოდ იფარფატეთ და არ ინერვიულოთ ამათი საბლატაო სადაააა. წარმატებები ღმერთი ჩვენსკენ
roma
21:56 26-03-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული