ესეც რევანში - ბრაზილიამ გერმანია ბერლინში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა ბერლინში გერმანია 37-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუშის მიერ გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და გასულ მუნდიალზე განადგურებისთვის რევანში აიღო.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიამ გერმანიას 2005 წლის შემდეგ პირველად სძლია. ამ მარცხით შეწყდა ბუნდესგუნდის წაუგებელი 22-მატჩიანი სერია. ბოლოს ეს გუნდი გასული ევროპირველობის ნახევარფინალში დამარცხდა საფრანგეთთან (0:2).

მართალია, ეს რევანში სრულფასოვანი და დიდი მნიშვნელობის არაა, მაგრამ პენტაკამპეონებმა მაინც დაამტკიცეს თავიანთი კლასი. თანაც, ტრავმირებული ნეიმარის გარეშე.
მკითხველის კომენტარები / 9 /
სტატიის ავტორ იმეცადინე ჯერ დრო გააქვთ
argo
28 მარტი 2018 12:39
1
ესეც რევანშიიი??? :D :D მესმის ესეთი რაღაც დაწეროს ბრაზილიის თავგადაკლულმა გულშემატკივარმა მაგრამ ადამიანი რომელიც საკუთარ თავს სპორტულ ჟურნალისტს უწოდებს და მსგავს სათაურს არქმევს სტატიას უბრალოდ სირცხვილია... ამხანაგურ თამაშში გერმანიის მეორე გუნდთან 0-1 თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევფინალში წაგებულ(მარაკანაზე) 1-7 არევანშებს მაშინ ფეხბურთი მომკვდარა..
effe
28 მარტი 2018 12:28
1
დაიმშვიდეთ ხო თავი გერმანიის გულშემატკივრებმა
Sormona
28 მარტი 2018 11:06
6
გერმანია იქნება რომ გახევს მაგ ბრაზილიას და კიდევ ბევრს, საცოდავები, რა გაიხარეს. ალლეს დოიჩლანდ!
ბმბ
28 მარტი 2018 13:18
2
დამშვიდებულები ვართ შენ იყავი კარგად))) გერმანიამ ისეთი რაღაც უქნა ლამისაა 8 ივლისი გლოვის დღედ შემოიღონ ბრაზილიაში ასე რომ მემგონი დამშვიდება ბრაზლიის გულშემატკივრებს გჭირდებათ
effe
28 მარტი 2018 12:31
1
რევანში არა ის :-) გადახედეთ გერმანიის შემადგენლობას. ამ საწყლებმა კიდე ერთადერთი შეცვლა გააკეთეს ამხანაგურ მატჩში, ისე ძალიან უნდოდათ მოგება :-)
გიორგიპირველი
28 მარტი 2018 11:03
2
რევანშია როცა 7-1 ან 6-0 მოუგებენ გერმანიას
gio
28 მარტი 2018 09:56
0
უკეთესი რევანში არ გენახოთ :D
გიორგი
28 მარტი 2018 02:09
1
ძალიან დიდი განსხვავებაა 1-7-ს და 0-1-ს შორის. ისიც სახლში, ჩემპიონატის ნახევარფინალში. ბავშვებივით ამამპულავეს 5გზის ჩემპიონები : )))
გგგ
28 მარტი 2018 01:20
0

სიახლეები პოპულარული