ხორხე სამპაოლი: ესპანეთმა სილა გაგვაწნა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ესპანეთთან (1:6) ამხანაგურ მატჩში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ამ თამაშზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. არ შეიძლება მსგავსი რამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდეს. ესპანეთმა სილა გაგვაწნა, ამიტომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

ეს არატიპური შედეგია, რომელმაც შესაძლოა, მწვრთნელის პერსპექტივაზე იმოქმედოს. ეს მატჩი ნაწილებად უნდა დავშალო და დეტალურად გავაანალიზო. ემოციური პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ. ასეთ მძლავრ მეტოქეს არ ველოდით.

მეორე ტაიმში ესპანეთმა გაგვაოცა სწორხაზოვანი შეტევებით. ძალიან სწრაფი გოლები გავუშვით, რომელმაც ამ სიტუაციამდე მიგვიყვანა.

ჩვენი მიზანი იყო, მეტად დაგვეცვა თავი ბურთის ფლობასთან
ერთად, მაგრამ დაცვაში ისეთი თამაში არ გვიჩვენებია, რომ შემდეგ ბალანსი დაგვეცვა", - თქვა სამპაოლიმ.


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
არგენტინას ყავს კარგი ფეხბურთელები მაგრამ არყავს გუნდი და მარადონა ან იგივე პასარელას დონის გუნდის შემკვრელი ლიდერი.გუნდურობა და ინდივიდუალიზმი ცალცალკეა ამ გუნდში ყველა თავისას უბერავს თორე ფეხბურთელები ცუდი ნამდვილად არაყავთ. ისე ამ დაქცეულ მსოფლიოზე ექნება არგენტინას რაღაც შანსი რო ნუ ფინალი მაინც ითამაშოს.ისე ერთი კია ახალგაზრდა მარადონა რომ იყოს დღევანდელ ნებისმიერ საშუალო დონის ნაკრებში ის ნაკრები მოსკოვში ფავორიტი იქნებოდა.დდ
zaza
21:06 18-04-2018
0
რას გადაეკიდეთ ამ მესის,მსოფლიოზე ქვეყნები საუკეთესოებს არჩევენ რაც მესისთვის გადაულახავია!მესი ორივე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა!პირველი ტურნირი მისთვის საშინელი გამოდგა.მეორეში, "დინამოს" ფეხბურთელის დონეზე იყო!სასწაულია საკლუბოსთვის,მაგრამ ნაკრებისთვის,არაფერია!აფუჭებს თამაშს და სხვასაც არ აძლევს შანსს ითამაშოს!
mexi
15:08 28-03-2018
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული