რომაულ კლუბს 26 წლის ნიდერლენდელი მცველის დე ვრეის ტრანსფერის დარჩენილი 2 მილიონი როტერდამის "ფეიენოორდისთვის" უნდა გადაერიცხა, მაგრამ ეს თანხა თაღლითების მიერ მითითებულ სხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხეს.
რა თქმა უნდა, ჰოლანდიურ კლუბს ფული არ მიუღია და პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.
დე ვრეიმ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 27 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ზაფხულში გუნდს გამოიცვლის.