საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგის მწვრთნელი გადააყენეს

AutoSharing Option
როგორც ვიუწყებოდით, ფარერებთან (1:1) და გიბრალტართან (0:1) დასრულებული მატჩების შემდეგ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის ლატვიის ეროვნული გუნდის მწვრთნელს ალექსანდრ სტარკოვს გადაყენებას უპირებდნენ და დღეს გადააყენეს კიდეც.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე მის მოხსნას 10 წევრიდან 6-მა დაუჭირა მხარი. სტარკოვმა თავი იმით იმართლა, რომ ჩავარდნა გუნდის ფორმირების გარდაუვალი სტადიაა.

სტარკოვი ნაკრებს 2016 წლიდან ედგა სათავეში, იქამდე "ბაკუს", "სკონტოს", მოსკოვის "სპარტაკს" და ლატვიის ნაკრებს (1995-2004 წლებში) წვრთნიდა. მისი წლიური ხელფასი 75 ათასი ევრო იყო.

სტარკოვი შესაძლოა, უკრაინელმა რომან გრიგორჩუკმა შეცვალოს, რომელიც ამჟამად "გაბალას"
თავკაცია.

საქართველოს ნაკრები ლატვიას 9 სექტემბერს თბილისში, 16 ოქტომბერს კი რიგაში ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული