"მონაკოს" ფეხბურთელს გვარ-სახელი გამოუცვლია

AutoSharing Option
"მონაკოს" კოტ დ'იუვარელ ფორვარდს ლასინა ტრაორეს სახელისა და გვარის გამოცვლაში და ასაკის გადაკეთებაში ადანაშაულებენ.

მას თურმე, ეს ევროპაში გადმობარგების წინ გაუკეთებია. ამის შესახებ "ეტუალ დ'აბოდოს" პრეზიდენტმა იბრაჰიმ კონემ იუწყა:

"2005 წელს, როდესაც კონტრაქტი გავუფორმეთ, დოკუმენტების მიხედვით ტრაორე მენენე იყო. რუმინეთის კლუჟის ჩფრ-ში რომ გადავიდა, ლასინა ტრაორე გახდა და ასაკითაც "გაახალგაზრდავდა".

სასამართლოში უნდა ვუჩივლო. მითუმეტეს, ჩვენი კლუბიც რისკის ქვეშაა, ვინაიდან ეს კანონის დარღვევაა. თუ ფეხბურთის ფედერაციამ არ მოახდინა რეაგირება, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართავთ".

მიმდინარე სეზონში ლასინამ (დოკუმენტების მიხედვით) საფრანგეთის ჩემპიონატის 16
მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია და რამდენი წლისაა მთავარია ფეხბურთი ითამაDოს კარგად! ვერ ვხვდები ასეთ სისულელეებს ალბათ ჯერ მაგ დონეზე არ ვარ!
გენო
08:30 04-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული